მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

60ace662377cd
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.21 19:12
723
აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს, განსაკუთრებით კი იმ პერიოდისთვის, როდესაც ოლიმპიური თამაშებია დაგეგმილი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იაპონიაში ოლიმპიური თამაშების გამართვა ისევ 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იგეგმება და როგორც ოლიმპიური თამაშების კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, ოლიმპიური თამაშები ისე გაიმართება, რომ რისკების მართვა სრულად მოხდეს.

იაპონია ამჟამად ვაქცინაციის მაღალი ტემპით არ გამოირჩევა და მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ იგეგმება ორი დიდი ზომის ვაქცინაციის ცენტრის გახსნა ოსაკასა და ტოკიოში. აღსანიშნავია, რომ იაპონიამ 21 მაისს კიდევ ორი ვაქცინა დაამტკიცა, ესენია - Moderna და AstraZeneca.

გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის აშშ-ის მოსახლეობის მინიმუმ 50%-ია სრულად აცრილი.

შეგახსენებთ, იაპონიაში ოლიმპიური თამაშების გამართვას ეწინააღმდეგება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი და ცოტა ხნის წინ დაახლოებით, 6,000-მა ექიმმა იაპონიაში თამაშების გადადებას დაუჭირა მხარი.