მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდით დაეხმარება - ბაიდენი

621ef257afd34
თელარა გელანტია
02.03.22 08:20
593
აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდით დაეხმარება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა აგრძელებს უკრანელი ხალხის მხარდაჭერას.

„მოკავშირეებთან ერთად ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის და ვთავაზობთ მათ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას.

ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ასევე, როგორც მან თქვა, რომ აშშ რუსეთს საჰაერო სივრცეს დაუხურავს.