მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარს გამოუყოფს

621c5b458b958
BM.GE
28.02.22 09:17
596
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $54 მილიონს გამოუყოფს.

„ეს დაფინანსება მოიცავს თითქმის 26 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო დეპარტამენტიდან და 28 მილიონ დოლარს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან“, - წერია სახდეპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დამატებითი დახმარება საშუალებას მისცემს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შემდგომი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინელ ხალხს, მჭიდროდ ითანამშრომლონ უკრაინის მთავრობასთან ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.