მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

625736fdc98ac
ალა ისპირიანი
14.04.22 00:46
821
CNN- ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.

უახლესი პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმავე ტიპის აღჭურვილობას, რასაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

"უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.