მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას, საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად, $4,5 მილიარდს გამოუყოფს

62f1772235ff9
ალა ისპირიანი
09.08.22 00:32
878
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 5,5 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის. აღნიშნული თანხიდან 4,5 მილიარდი დოლარი საბიუჯეტო და 1 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო დახმარების სახით იქნება გაგზავნილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 4,5 მილიარდი საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის საჭირო ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება. ასევე, ექიმების, პედაგოგებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაცემას.

აღნიშნულ დაფინანსებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის მეშვეობით გასცემს. უკრაინა ამ თანხას რამდენიმე ტრანშად მიიღებს. პირველი მათგანი სამ მილიარდ დოლარს შეადგენს და უკრაინას ის აგვისტოში გადაეცემა.

აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა უნდა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას ძირითადი ფუნქციების შესრულებასა და ღარიბი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის სოციალური და ფინანსური დახმარების გაწევას.