მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 800 მილიონ დოლარს გამოყოფს

62616838d0d1e
გიორგი თოლორდავა
21.04.22 18:22
792
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი ახალი პაკეტი დააანონსა.

პრეზიდენტის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონ დოლარს გამოყოფს - აღნიშნული თანხა სამხედრო აღჭურვილობის და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.

დახმარების ახალი პაკეტი მძიმე საარტილერიო იარაღს, ათობით ქვემეხს, ტაქტიკურ დრონებს და ათასობით საბრძოლო ვაზნას მოიცავს.

ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.