მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უშვებს შესაძლებლობას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში შეიქმნა

5e980d0d6af67
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 14:53
6127
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობა უშვებს შესაძლებლობას, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ერთერთ ლაბორატორიაში წარმოიშვა, მაგრამ ამ ეტაპზე ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს უსაფრთხოების სამსახური იმ თეორიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ვირუსი უჰანის ერთერთ ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით მოხვდა მისი გავრცელება. ამასთან ამერიკა აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა ჩინეთის მიერ მცდელობა ვირუსი გამოეყენებინათ ბიოლოგიურ იარაღად. თუმცა აშშ-ს უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე უძლურია ეს თეორია დაადასტუროს.

უსაფრთხოების სამსახური ცდილობს გამოიკვლიოს ლაბორატორიის რომელიმე თანმშრომელი ხომ არ დაინფიცირდა შემთხვევით, ხოლო მას შემდეგ მოხდა სხვების დაინფიცირება და ვირუსის გავრცელება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ არ მისცა აშშ-ს წვდომა დროულად შეესწავლა საკითხი.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთს აქვს მსგავსი ლაბორატორია და ასევე ვიცით, რომ აქვთ ზღვის პროდუქტების ბაზრობაც. ასევე დაზუსტებით ვიცით, რომ ვირუსი უჰანში წარმოიშვა, მაგრამ რჩება ძალიან ბევრი რამ, რაც არ ვიცით და აუცილებლად გვჭირდება. ასე რომ, აშშ აგრძელებს მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაიკ პომპეომ.

16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 2,084,744 შეადგინა, გარდაიცვალა 134,685 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 515,475 ინფიცირებული.