ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და ქვეყნის რვა შტატის პროკურატურა Google-ს სასამართლოში უჩივის. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის წინააღმდეგ აღძრული ყველაზე მასშტაბური საქმეა და მოსალოდნელია, რომ სასამართლო დავა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გენერალური პროკურორი ტექნოლოგიურ გიგანტს მონოპოლიურ საქმიანობაში და კონკურენციის არასამართლიანი პრაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.
კოლექტიურ სარჩელს მხარს უჭერს კალიფორნია, კოლორადო, ნიუ-იორკი, კონექტიკუტი, ტენესი, ვირჯინია, ნიუ-ჯერსი და როდ-აილენდი.
მოსარჩელეების მტკიცებით, Google-ი 15 წლის განმავლობაში აქტიურად არღვევდა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, კერძოდ, ის საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებით ბოროტად სარგებლობდა და კონკურენტებს საწყის ეტაპზევე ყიდულობდა; უკვე არსებულ მსხვილ კონკურენტებს ის საძიებო სისტემაში პრიორიტეტს არ ანიჭებდა; მომხმარებლის პირად მონაცემებს კი მონეტიზაციის მიზნით ნებადართულზე უფრო მეტად იყენებდა.
იუსტიციის დეპარტამენტი Google-ის მხრიდან ანტიკონკურენტული პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ჯარიმის გადახდას და მისი ბიზნესების განცალკევებას მოითხოვს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება