12.მაისი .2021 16:26

აშშ Xiaomi-ს "შავი სიიდან" ამოიღებს - CNBC

აშშ Xiaomi-ს "შავი სიიდან" ამოიღებს - CNBC
views 322
უკან

აშშ-ის თავდაცვის დეპარატმენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Xiaomi-ს შავი სიიდან ამოიღებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან 24 საათში კომპანიის აქციებზე ფასი 6.5%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორების ინტერესის ზრდით აიხსნება.

CNBC-ის მიხედვით, 2021 წლის იანვარში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სპეციალური ბრძანებით Xiaomi იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებსაც აშშ ჩინეთის მთავრობის სადაზვერვო საქმიანობასა და შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

Xiaomi-ის წარმომადგენლები ამერიკის ბრალდებებს უარყოფდნენ; მათი თქმით, კომპანიას არც ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან და არც ჩინეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან კავშირი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა