მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ყველა ახალშობილზე $1000-ის ღირებულების ობლიგაციების გაცემას განიხილავს

60d33a140610a
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.21 00:10
568
აშშ ყველა ახალშობილზე 1000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ახალი ინიციატივისთვის დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „ახალშობილების ობლიგაციები“ , ჩვეულებრივი ობლიგაციებისგან განსხვავდება და ის სადეპოზიტო ინსტრუმენტია, სადაც თანხა შეიძლება ახალშობილის ზრდასრულობამდე განთავსდეს.

ამასთან კანონპროექტის მიხედვით, თუ ახალშობილის ოჯახი საკუთარ ფინანსურ რესურს მიმართვას „ახალშობილების ობლიგაციებზე“, როდესაც ბავშვი 18 წლის გახდება, ოჯახების შემოსავლის გათვალისწინებით, მათ ამ ანგარიშზე შეიძლება თითქმის 50,000 აშშ დოლარი ჰქონდეთ.

”მე მხარს ვუჭერ ამ იდეას, რასაც ახალშობილის ობლიგაციები ეწოდება”, - განაცხადა სენატორმა კორი ბუკერმა.

გამოცემა წერს, რომ კორი ბრუკის მსგავსად მისი ბევრი კოლეგაც ამ კანონპროექტის განხორციელების მომხრეა.