მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ–ის სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას განაგრძობს

5d8e245dd757c
BM.GE
27.09.19 20:00
820
აშშ–ის სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას მაინც განაგრძობს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქული ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ნიუ-იორკის გაერო–ს გენერალური ასამბლეიდან დაბრუნებისას გააკეთა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, "მის ქვეყანას ამის გარეშე არ შეუძლია".

"თურქეთს, ირანთან ვაჭრობის გამო, აშშ-ის სადამსჯელო ზომების არ ეშინია. ანკარა თეირანთან ვაჭრობას განაგრძობს", – დასძინა ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ ირანს მკაცრი სანქციებით კიდევ ემუქრება. ამას გარდა, ვაშინგტონი ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ დააწესებს სადამსჯელო ზომებს, რომელიც ისლამური რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობებს განაგრძობენ.