მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ–საქართველოს ეკონომიკური კავშირები რიცხვებში

5e391aebeefcc
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.20 11:25
2380
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ აქვეყნებს მიმოხილვას. 2019 წლის შედეგებით, აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა – წინასწარი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამერიკიდან საქართველოში $110 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. 

აშშ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორიცაა. საქართველოდან ამერიკაში ექსპორტი გასულ წელს $131.8 მილიონი დოლარი იყო, იმპორტმა კი $390 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში სავაჭრო ბრუნვა ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მონაცემებით, საქართველოში 276 ამერიკული კომპანია საქმიანობს, საიდანაც 140 კომპანია ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოვიდა.


BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეული გამოითხოვა, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში აშშ-ში საქონელს ყიდდნენ. 
ესენია:

• "აიდიეს ბორჯომი საქართველო; 
• შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; 
• სს თელავის ღვინის მარანი; 
• შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი; 
• შპს არესემ კორპ; 
• შპს არომაპროდუქტი; 
• შპს კავკასპაკ; 
• შპს ლაკი; 
• შპს რუსთავის ფოლადი; 
• შპს ჯორჯიან მანგანეზი; 
• შპს ჯორჯიან ტექნოლოჟი.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის რიგითობის მიხედვით.