ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ საექსპორტო ბაზრებს არაბეთის მიმართულებით აფართოებს და უახლოეს პერიოდში 31-მდე დასახელების პროდუქტის გაგზავნას 19 ქვეყანაში გეგმავს. კომპანიის სიახლეების შესახებ „ასკანელის“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა.
უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის წარდგენისა და ექსპორტის განვითარების მიზნით, კომპანიამ 1-წლიანი მუშაობის შედეგად ხელშეკრულება დუბაიში მოქმედ კომპანია MMI-სთან გააფორმა, რომელიც „ასკანელის“ ღვინოს საამიროებსა და სხვა ქვეყნებში წარადგენს.
„ასკანელმა“ ექსპორტის დივერსიფიცირების მიზნით, წინა კვირას, დუბაიში მოქმედ ერთ-ერთ კომპანია MMI-სთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. დუბაიში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტზე მხოლოდ 2 კომპანია მუშაობს და MMI ერთ-ერთია. მას არასოდეს ჰქონია ქართული ღვინის კომპანიასთან შეთანხმება - ჩვენ პირველები ვართ. ამ შეთანხმებით „ასკანელის“ ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები წარმოდგენილი საამიროების გარდა კიდევ 12 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. ანუ ჯამში 19 ქვეყნის ბაზარზე შევდივართ - კატარი, ბაჰრეინი, მალდივები, სეიშელის კუნძულები, შრილანკა, აფრიკული ქვეყნები... - ეს უზარმაზარი კომპანიაა, რომელიც ჩვენთვის ამ და სხვა ბაზრებზე წვდომას აჩენს“, - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
შეკვეთა უკვე მიღებული გვაქვს, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 31 პოზიცია გვაქვს შერჩეული, როგორც ღვინო, ასევე „ანასეულის“ დისტილატები, ჭაჭები, ცქრიალა ღვინოები. ვფიქრობ, სამუშაო ბევრი იქნება, რადგან პროდუქციის გაყიდვა მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით არ ხდება, ამ მხრივ ჩვენი გეგმა გვაქვს დასახული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყნებში ჩავიდეთ და ვიმუშაოთ. ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიღწევა არ არის. რაც უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუკეთებს „ასკანელი“ ქართულ ღვინოს, მით მეტი კომპანია ისარგებლებს ამით. შესაბამისად ვფიქრობ, ჩვენ ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ რასაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჰქვია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი