27.აგვისტო .2019 17:00

ასლი - ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან ბიზნესმენები, ივანიშვილი კი არის ოლიგარქი

views 356
უკან

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც BMG სრულად გთავაზობთ:

"მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გავიცანი 1998 წელს და სწორედ იქიდან მოყოლებული ვადებნვნებდი თვალს მათი ბიზნესების განვითარებას საქართველოში.
მამუკა და ბადრი არიან ბიზნესმენები, რომლებმაც დამოუკიდებლად შეძლეს განევითარებინათ ბიზნესები და გაეხადათ ისინი იმ სექტორის ლიდერებად, იქნებოდა ეს მინერალური წყლის წარმოება, საბანკო საქმიანობა თუ უძრავი ქონება.

როგორ ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილი პრეზიდენტი და როგორც თავმჯდომარე საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, მამუკას და ბადრის ყოველთვის ვიხსენიებდი სანდოობის, სერიოზულობისა და კეთილსინდისიერების მაგალითებად. ისინი წარმოადგენენ იმ მცირეთაგან ქართველ ბიზნესმენებს, რომელთაც არასდროს შექმნიათ პრობლემა უცხოელ პარტნიორებთან. ორივე ბიზნესმენის რეპუტაციას პატივს სცემენ ისევე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მამუკას, ბადრის და ივანიშვილს შორის არის ის რომ მამუკა და ბადრი არიან ბიზნესმენები, ხოლო ივანიშვილი არა ბიზნესმენი, არამედ ოლიგარქია, რომელმაც ფული მოიპოვა რუსეთში რამდენიმე წელიწადში, მხოლოდ იმით რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, როდესაც ამ დროს სხვები მილარდობით დოლარს შოულობდნენ და მეც ყოველთვის ვხუმრობ ხოლმე, რომ თუ ივანიშვილმა 5 მილიარდი დოლარი გააკეთა 90-იან წლებში რუსეთში, ჩემი მებაღე გრიშა, მის ადგილას 20 მილარდ დოლარს იშოვიდა.

ამ ყველაფრის საპირისპიროდ კი, მამუკამ და ბადრიმ თავიანთი იმპერია შექმნეს ყოველდღიური დაუღალავი შრომის საფუზველზე 30 წლის განმავლობაში, პროფესიონალიზმისა და ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს შენარჩუნებით.

მეორე განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ივანიშვილს ჰყავს მსახურები, მაგრამ არ ჰყავს მეგობრები, ხოლო მამუკას და ბადრის ისევე როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში ჰყავთ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც კითხვების დასმის გარეშე დაუჭერენ მათ მხარს, ისევე როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თუ მორალური.

მესამე, რაც მათ განასხვავებს, არის ის რომ ივანიშვილს არავინ სცემს პატივს, მისი მხოლოდ ეშინიათ. მაშინ როდესაც მამუკას და ბადრის ისევე როგორც პირადად ასევე მათ საქმიანობას ყველა სცემს პატივს.

ის ომი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო მამუკასა და ბადრის მიმართ არის წაგებული ომი. ივანიშვილი, ისევე როგორც ყველა დიქტატორი, გადადგომის გზას ადგას და ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ის ფულით მაინც შეძლებს მმართველობის შენარჩუნებას, ვშიშობ საკმარისი ინტელექტი არ გააჩნია.
ივანიშვილი იქცევა როგორც თაღლითი, თუმცა მისი პარტიის წევრები, რომლებიც არ გმობენ მის კრიმინალურ სქემებს, უფრო მეტად დამნაშავეები არიან ვიდრე თავად ივანიშვილი.

და ეს ეხებათ ქართულ ოცნებაში ჩემს ძალიან ახლო მეგობრებსაც,"- წერს ასლი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა