მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასობით და ათასობით ახალი შემთხვევა დღეში – ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

5ef3a743be7cf
თამთა ჯიჯავაძე
25.06.20 00:00
1365
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყოველდღიურად კორონავირუსის კვლავ ასობით და ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე მძიმე ვითარება რუსეთშია, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათში დაინფიცირების 7 176 შემთხვევა დადასტურდა. დაიღუპა 154 ადამიანი. საერთო ჯამში რუსეთში კორონავირუსის 606 881 შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება თურქეთს, არანაკლებ მძიმეა ეპიდვითარება ამ ქვეყანაშიც. მხოლოდ ბოლო 24 საათში თურქეთში 1 492 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, საერთო ჯამში 191 657 დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო დაიღუპა 5 025 პაციენტი.

გაიზარდა დღიური შემთხვევები სომხეთშიც. მხოლოდ ბოლო 24 საათში ამ ქვეყანაში 711 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო ჯამში კი დაინფიცირების რიცხვი 21 717-ია, ხოლო დაღუპულია 386 ადამიანი.

დაახლოებით მსგავსი ვითარებაა აზერბაიჯანშიც, სადაც დღეს 590 შემთხვევა გამოავლინეს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ ქვეყანაში 14 305-ია, ხოლო დაღუპულია 174 პაციენტი.

რაც შეეხება საქართველოს, დღეს ქვეყანაში მხოლოდ 3 დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი 914 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.