მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასობით სტუდენტი გერმანიის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რეისის დანიშვნას ითხოვს

5f2555f9b05a4
BM.GE
01.08.20 16:00
2013
ასობით სტუდენტი გერმანიის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რეისის დანიშვნას ითხოვს და პარლამენტის თავმჯდომარის, დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძის, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას და ახალგაზრდობის სააგენტოს სახელზე მიმართვას ავრცელებენ.

წერილს, რომელიც bm.ge-ს სტუდენტების ჯგუფმა გამოუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ:


"მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი პანდემიის, კოვიდ-19ის გამო, საქართველოს მთავრობის განკარგულება #164-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აქვთ უფლება გადაადგილდნენ ევროკავშირის 5 სახელმწიფოში, მათ შორის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სამწუხაროდ, დაგეგმილი ფრენები არ არის საკმარისი სტუდენტებისთვის, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 500_ია, რომ არდადეგების პერიოდში დაგეგმილ თარიღებში ჩავიდნენ გერმანიაში და დროულად დაიწყონ სამუშაო. გარდა ამ პრობლემისა, აღნიშნულ კატეგორიას არ აქვს სახსრები ბილეთები შეიძინოს 400, 500 ან 700 ევროდ.

ჩვენ თანახმა ვართ, შსს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის პრობლემების შექმნის მოხსნის გათვალისწინებით, ასევე ქვეყანაში წავიდეთ ჩარტერული რეისებითაც.

ვინაიდან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს სტუდენტთა ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ჩვენ დავიწყეთ სტუდენტების რაოდენობის დადგენა, რომელიც მზად გვექნება დღის ბოლომდე.

როგორც იცით, სტუდენთა უმეტესობას, გერმანული სამუშაო მოწვევები უკვე გვაქვს და აღნიშნული საბუთების საფუძველზე მუშაობა გერმანიაში ივლისის ბოლოს და ასევე აგვისტოს თვის სხვადასხვა რიცხვებში უნდა დავიწყოთ. შესაბამისად გერმანელი დამსაქმებლები გველოდებიან და საბუთში არსებული თარიღის დაგვიანებით ჩასვლა გვიქმნის პრობლემებს მათთან.

ჩვენ საკმაოდ დიდ ხარჯს ვწევთ იმისათვის, რათა გერმანული ენა დამსაქმებლისათვის დამაკმაყოფილებელ დონეზე შევისწავლოთ, ასევე საბუთების შეგროვება და გაგზავნაც თანხებთან არის დაკავშირებული, უმრავლესობას, გერმანელების ბიუროკრატიიდან გამომდინარე, იქ საცხოვრებელი ბინის ქირაც კი დაფარული აქვს წინასწარ. ამ თანხებს კი ვიხდით იმ იმედით, რომ ზაფხულში შევძლებთ გამოვიმუშაოთ სამი თვის მანძილზე 3000-დან 4000 ევრომდე თანხა, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლის გადასახადში და სხვა მნიშვნელოვან სასიკეთო საქმეში დავხარჯავთ. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოს ხარჯზე ჩარტერული რეისის დაგეგმვას, ჩვენ თანახმა ვართ, რომ გადავიხადოთ 199 ევრომდე.

ასობით სტუდენტის სახელით, კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, რაც შეიძლება სწრაფად, აგვისტოს თვის დასაწყისში, შესრულდეს გერმანიის მიმართულებით რამოდენიმე რეისი ბილეთის ადეკვატური ღირებულებით"- წერია სტუდენტების მიმართვაში.


ინფორმაციისთვის, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მისამართით სტუდენტების მიმართვის საფუძველზე გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისი ერთხელ უკვე შესრულდა.