10.სექტემბერი .2019 12:10

ასოციაცია: გახარიას გაპრემიერებით ცალსახად დადებითი მოლოდინი გვაქვს

views 397
უკან

„გახარიას გაპრემიერებით ცალსახად დადებითი მოლოდინი გვაქვს. ის ჯერ ბიზნესომბუდსმენი იყო და შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, როდესაც მასთან ურთიერთობა გვქონია ყოველთვის საზრიანი იყო,“ - ამის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჭელიძემ ახალი პრემიერ მინისტრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჭელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე ბიზნესის ძირითადი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ლარის კურსის სტაბილურობაა.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თემაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ საბანკო რეგულაციები გამკაცრდა. აქედან გამომდინარე, ზოგადად ბევრ ბიზნესს საცალო გაყიდვები შეუმცირდა, ხოლო ლარის კურსის არაპროგნოზირებადობამ შეაშინა და დაარტყა ბიზნესს. გახარიასთან კომუნიკაცია პრობლემა არასდროს ყოფილა და ახლაც როგორც პრემიერ-მინისტრთან ეს პრობლემა არ იქნება", - განაცხადა ჭელიძემ.


ცნობისთვის: 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერად ხმათა უმრავლესობით, 98 ხმით აირჩია. გახარიას განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური, ხოლო თუ აქ ჩავარდნები იყო, ის გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა