მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოცირების საბჭო - ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად

6050dec7232d4
BM.GE
16.03.21 20:35
663
ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად.

„ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. პროცესში ევროკაშირის დახმარებაზე. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას“, - აღნიშნულია პრესრელიზში.