მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად

6050dcdf918eb
BM.GE
16.03.21 20:26
523
„ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებში. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს და ხაზი გაუსვა მისი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების ახლახანს შემცირებული რაოდენობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.

„ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორივე მხარე მიესალმა საქართველოსა და Frontex-ს შორის ხელმოწერილ განახლებულ სამუშაო შეთანხმებას და ქვეყნის მიერ ევროკავშირის მიგრაციის ქსელში დამკვირვებლის სტატუსის მიღებას,“- ნათქვამია პრესრელიზში.