მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასპინძაში ლუდის აბაზანები მოეწყობა - პირველ სტუმარს მაისის ბოლოს მიიღებენ

609bf6c5b558f
ლიკა გურაბანიძე
13.05.21 00:00
2628
ლუდის მწარმოებელი კომპანია “ქვევრის ლუდი” ასპინძაში ცხელი ლუდის აბაზანებს მაისის ბოლოს მოაწყობს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ზედგინიძემ განუცხადა, სწორედ ამ პერიოდში პირველ სტუმარსაც მიიღებენ. აბაზანები ადგილობრივ ბაზარზე მუხისგან შეიქმნა. თავდაპირველად ოთხ ადამიანზე გათვლილი ორი აბაზანა მოეწყობა.

რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, "ქვევრის ლუდის" დამფუძნებელი ამბობს, რომ პროექტში, დაახლოებით, 20 ათას დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

“ლუდის აბაზანების მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ. გარდა ცხელი აბაზანებისა, აქ ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენი კრაფტ ლუდი საკუთარი ხელით დააყენონ და დააგემოვნონ", - განაცხადა ზედგინიძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი თვის ბოლოს ლუდის არყის ჩამოსხმასაც გეგმავს.