11.სექტემბერი .2020 00:00

ასრულებს თუ არა ელონ მასკი ქველმოქმედების შესახებ დადებულ პირობას?

views 577
უკან

როდესაც Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ელონ მასკმა 2012 წელს ხელი მოაწერა Giving Pledge-ს და პირობა დადო, რომ თავისი ქონების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარდა, მაშინ მისი ქონება მხოლოდ $2 მილიარდს შეადგენდა. ახლა კი, რვა წლის შემდეგ, ის გაცილებით უფრო მდიდარია. მასკი Forbes-ის რეიტინგში ამერიკელ მილიარდერთა შორის მეშვიდე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 10 სექტემბრის მდგომარეობით, $78.2 მილიარდია. აგვისტოს ბოლოს კი ის $100 მილიარდსაც აჭარბებდა რამდენიმე დღის განმავლობაში.

Forbes-ი ადევნებს თვალს, რამდენად ასრულებს ის რვა წლის წინ დადებულ პირობას და რამდენი აქვს გაღებული მას ქველმოქმედებისთვის. როგორც გამოცემა წერს, მას ამ დრომდე დაახლოებით $100 მილიონი აქვს გადარიცხული საქველმოქმედო მიზნებისთვის. ანუ მისი ქონების 1%-ზე ნაკლები, რის გამოც Forbes-ი მას ფილანტროპიის კუთხით მხოლოდ 1 ქულას ანიჭებს.

ცნობისთვის, ელონ მასკის ქონების დიდი ნაწილი თავმოყრილია მხოლოდ რამდენიმე სახლსა და Tesla-სა და SpaceX-ის აქციებში. როგორც 49 წლის მასკი ამბობს, პირობის შესრულებას ის მოგვიანებით აპირებს. თუმცა, 2018 წელს მან განაცხადა, რომ ის Tesla-ს დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების აქციებს გაყიდდა ყოველ წელს, რათა ქველმოქმედებისთვის გადაერიცხა.

რა ვიცით მისი ქველმოქმედების შესახებ ამ დრომდე? მასკს 2002 წელს $25 მილიონი აქვს გაღებული არაკომერციული ჯგუფებისთვის. მასკის ფონდს 2002 წლის შემდეგ 350 დონაცია აქვს განხორციელებული, მათგან უხეშად ნახევარი, ანუ დაახლოებით $17 მილიონი სამეცნიერო ან განათლების მიმართულებით აქვს დახარჯული. მათ შორის არის ექსპერიმენტული კერძო სკოლა SpaceX-ის კამპუსში, რომელიც მასკმა 2014 წელს დააარსა. მათგან ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია კი $10 მილიონის ოდენობის გრანტის სახით მას გადაცმული აქვს YC Org-სთვის (გაერთიანება, რომელიც დაკავშირებულია სემ ალტმანის სახელთან) 2016 წელს. აღნიშნული ორგანიზაცია ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მუშაობს.

სხვა ბენეფიციარებს შორის არიან პენსილვანიის უნივერსიტეტი (მასკის ალმა მატერი), ასევე Wikimedia Foundation (მასკის საყვარელი Wikipedia-ს „მასპინძელი“) და Kitchen Community, რომელიც ბავშვთა კვების გაუმჯობესებაზე ზრუნავს სკოლებში ბოსტნების გაშენებით, და რომელსაც მასკის ძმა – კიმბალი უდგას სათავეში.

გარდა ამისა, არის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ორგანიზაცია Future of Life Institute, რომელმაც მასკისგან საჩუქრად $10 მლნ მიიღო, ასევე კიდევ $10 მლნ მიიღო Global Learning XPrize-მა და $6 მლნ – გარემოს დამცველმა ჯგუფმა Sierra Club.

როგორც Forbes-ი წერს, ნათელია რომ მასკს თუ ნამდვილად სურს Giving Pledge-ის ფარგლებში დადებული პირობა შეასრულოს, მაშინ მას მოუწევს თავისი ამჟამინდელი ქონების ნახევარის გაღება, ეს კი ნიშნავს, რომ დღეში მომდევნო 40 წლის მანძილზე უხეშად რომ ვთქვათ, $2.3 მილიონის ქველმოქმედებისთვის გადარიცხვა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა