მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უქმე დღეებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

61cac8d311318
ინგა მურუსიძე
28.12.21 13:44
2137
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის N608 დადგენილების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში და 8 – 9 იანვარს გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

"2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.

ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ასევე, 8 – 9 იანვარს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.