მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Associated Press-ი საქართველოში ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევაზე წერს

6034ab943e732
თათია კაკიაშვილი
23.02.21 21:00
1864

„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს პარლამენტი ახალ პრემიერს ნიშნავს“, - ასეთი სათაურით ეხმაურება Associated Press-ი ირაკლი ღარიბაშვილის მეორეჯერ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, 89 დეპუტატმა 2-ის წინააღმდეგ ირაკლი ღარიბაშვილს და მის კაბინეტს მხარი დაუჭირა.

„38 წლის ღარიბაშვილი 2013-2015 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და გახარიას კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. მისი კანდიდატურა მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა“, - წერს AP.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ გახარიამ თანამდებობა ხუთშაბათს, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილების გამო დატოვა და რომ ყოფილი პრემიერის თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ შეიძლება, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას.

AP ასევე წერს, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა მელიას დაკავება, პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, დროებით გადაიდო.