მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aston Martin-ის 120 000 დოლარიანი მოტოციკლი, რომელიც გზებზე ვერ ივლის

5dc179af8e970
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 00:07
1675
ბრიტანული Aston Martin-ი, რომელიც პრესტიჟულ სპორტულ მანქანებს აწარმოებს, მოტოციკლების ბიზნესშიც ერთვება. კომპანიამ მილანის მოტოციკლების ყველაზე დიდ შოუზე (EICMA)  180 ცხენისძალიანი AMB 001 წარადგინა. 


როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი მოტოციკლი ქუჩებში გადაადგილებისთვის განკუთვნილი არ არის, მისი გამოყენება მხოლოდ მოტორბოლებზეა რეკომენდებული.

Aston Martin-ის მოტოციკლი მკაცრად შეზღუდული სერიით გამოვა. ამერიკული მედიის ცნობით, ის მხოლოდ 100 ცალი იქნება. ახალი AMB 001-ის ფასი 120 000 დოლარით განისაზღვრება. მოტოციკლები საფრანგეთში, ტულუზის ქარხანაში დამზადდება და ბაზარზე 2020 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება.

ახალი მოტოციკლი ცნობილ ბრიტანული მოტოციკლის ბრენდთან Brough Superior-თან (ამრიგად, სახელი Aston Martin Brough - AMB) თანამშრომლობით შეიქმნა. ის Aston Martin-ის საკულტო დიზაინსა და Brough Superior-ის ყველაზე თანამედროვე საინჟინრო ინოვაციებს აერთიანებს.


აღსანიშნავია, რომ როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, Aston Martin-ი 106-წლიან ისტორიაში პირველად მოტოციკლის წარმოებას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იწყებს. 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კომპანიამ 2 442 მანქანა გაყიდა, ხოლო კომპანიის შემოსავალი ამ პერიოდისთვის 4%-ით (424.9 მილიონი ფუნტიდან 407.1 მილიონ ფუნტამდე) შემცირდა.