10.სექტემბერი .2020 19:00

AstraZeneca ადასტურებს, რომ COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევა ივლისშიც დაპაუზდა

views 285
უკან

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-მ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საცდელი პროცესი კლინიკურ კვლევებში ჩართული ერთ-ერთი პირის ზურგის ტვინის იშვიათი ანთებითი მდგომარეობის გამო შეჩერდა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ კვლევებში მონაწილე ერთ-ერთ პირს პრობლემები შეექმნა ზურგის ტვინის იშვიათი ანთებითი პროცესის გამო არასწორია. ამ ეტაპამდე საბოლოო დიაგნოზი არ გვაქვს და არც გვექნება თუ დამატებითი ტესტირება არ გაგრძელდება. ტესტის შედეგები დამოუკიდებელ კომიტეტს გადაეცემა შესასწავლად, რომელიც საბოლოო დიაგნოზს დასვავს“,- აღნიშნულია კომპანიის ოფიცილურ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, ადრეც იყო მსგავსი ინციდენტი და AstraZeneca აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს.

„კომპანია ადასტურებს, რომ AstraZeneca-ს ივლისის თვეში მართლაც ჰქონდა მცირე შეფერხება, რადგან ერთ-ერთ ჩვენს ცდებში მონაწილეს გაფანტული სკლეროზი დუდასტურდა, რაც ვაქცინასთან არანაირ კავშირში არ იყო“,- აღნიშნულია კომპანიის ოფიცილურ განცხადებაში.