მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca ევროკავშირთან დადებული კონტრაქტის პირობებს ვერ ასრულებს

607d7ef48675a
ნათია თაქთაქიშვილი
19.04.21 17:20
2322
შესაძლოა, ევროკავშირმა AstraZeneca-სგან ვაქცინა აღარ შეიძინოს. მიზეზი მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაა, რადგან კომპანიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაპირებული ვაქცინის დოზების მხოლოდ მესამედი მიაწოდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ევროკომისარ ტიერი ბრეტონის თქმით, პირველ კვარტალში წამლის მწარმოებელმა 120 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 30 მილიონი დოზის მიწოდება უზრუნველყო, მეორე კვარტალში კი 180 მილიონის ნაცვლად - 70 მილიონი დოზის.

ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირს გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ საკითხის განხილვას გააგრძელებს.

“ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ ამ საკითხს. პრიორიტეტი არის ის, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ ვაქცინის ზუსტი მიწოდება უზრუნველყოს, როგორც ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა ტიერი ბრეტონმა.

გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.