მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-მ Moderna-ში თავისი წილი $1 მილიარდად გაყიდა

603cd53537f36
ნათია თაქთაქიშვილი
01.03.21 16:48
625
ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ ამერიკულ ბიოტექნოლოგურ კომპანია Moderna-ში 7.7%-იანი წილი 1 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მხარეებს აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სამომავლოდ, კომპანიები ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნის მიზნით, თანამშრომლობას ისევ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ Moderna-ს კოვიდ-ვაქცინამ აშშ-ში წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და კომპანია წელს კოვიდ-ვაქცინის გაყიდვიდან 18.4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს ელის.