მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca „ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას იწყებს

61c2e70c0a101
თათია კაკიაშვილი
22.12.21 23:00
818
AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, კორონავირუსის ახალ, „ომიკრონ“ შტამზე ორიენტირებული ვაქცინის წარმოებას იწყებს. ინფორმაციას ამერიკული „ფორბსი“ ავრცელებს. ამით AstraZeneca ვაქცინის სხვა ისეთ მწარმოებლებს დაეწევა, როგორებიცაა Moderna და Johnson & Johnson.

გამოცემის ცნობით, AstraZeneca-ს ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ლიდერის სენდი დუგლასის განცხადებით, ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინები, როგორიცაა AstraZeneca-ს Covid-19 ვაქცინა, ვირუსის შეცვლილ ვერსიას იყენებს იმისთვის, რომ იმუნურ სისტემას ვირუსთან ბრძოლა ასწავლოს.

იმის მიუხედავად, რომ Pfizer-სა და Moderna-ში აცხადებენ, რომ მათ Covid-19-ის გამაძლიერებელ, ე.წ. „ბუსტერ“ დოზებს შეუძლიათ წარმატებით გაანეიტრალონ ვირუსი, პრეპარატის მწარმოებლები უშვებენ იმასაც, რომ მეოთხე დოზა „ომიკრონის“ ვარიანტისგან კიდევ უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, ისრაელი პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც მოსახლეობის მეოთხე,“ბუსტერ“ დოზით აცრას იწყებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას AstraZeneca-ში ჩატარდა კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ Covid-19 მონოკლონური ანტისხეულები ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს.