მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-ს ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა შეჩერებულია

606d62fcd5fa2
თათია კაკიაშვილი
08.04.21 00:20
529
დიდ ბრიტანეთში AstraZeneca-ს მიერ შემუშვებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა შეჩერებულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი იშვიათი თრომბის არსებობასთან დაკავშირებული შიშია. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ საცდელი პერიოდის განმავლობაში პრეპარატის უსაფრთხოების დარღვევის არცერთი ჩვენება არ გამოვლენილა, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი დამატებით მონაცემებს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოსგან ელიან, რათა მუშაობა გააგრძელონ.

ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადების მიხედვით, AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ”რისკის და სარგებლის ბალანსი კვლავ მეტწილად პოზიტიურია“.