მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-ს ვაქცინის ტესტირების პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მოხალისე გარდაიცვალა – Reuters

5f90870f15669
თამთა ჯიჯავაძე
21.10.20 23:05
2622
კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მოხალისე გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, მიუხედავად ამისა, ვაქცინის შემოწმების პროცესი გაგრძელდება.

როგორც კომპანია აცხადებს, ვაქცინის ტესტირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს.

ცნობისთვის, მოხალისე ბრაზილიაში გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოხალისეს პლაცებო ვაქცინა გაუკეთეს და რეალურად მას ვაქცინა არ მიუღია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ვაქცინაზე ათობით კომპანია მუშაობს. მათგან მხოლოდ რამდენიმეა შემოწმების ბოლო ფაზაში. ვარაუდობენ, რომ 2021 წლის დასაწყისში ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.