მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებისთვის შესათავაზებლად ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები მომზადდა“ - მთავრობის ადმინისტრაცია

618f7f317eb1b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 13:01
706
„ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები“ - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა დღეს ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც ტურისტული პროექტების შემდეგ, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა.

„ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ისეთი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების, საპორტო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების განვითარებას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ პროექტებზე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს. განიხილება სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში დამატებითი მექანიზმების შეტანის შესაძლებლობა, რათა უფრო ეფექტური გახდეს სხვადასხვა სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.