09.სექტემბერი .2020 16:00

AstraZeneca ვაქცინის ტესტირებას კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე აჩერებს

views 304
უკან

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ა ვაქცინის ტესტირებას კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიამ მედიკამენტის ტესტირების მესამე ეტაპი მას შემდეგ შეაჩერა, რაც ტესტირების მონაწილე ერთ-ერთი პირი ცუდად გახდა.

ვაქცინა, რომელზეც ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ა Oxford-ის მკვლევარებთან ერთად მუშაობს, ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად განიხილება და ვაქცინის კლინიკურ ტესტირებაში, დაახლოებით, 50,000 ადამიანი მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის მასშტაბით.

"მივიღეთ გადაწყვეტილება ვაქცინის ტესტირების შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ქმედება, როდესაც კვლევების დროს აუხსნელი დაავადება იჩენს თავს. ამჟამად მისი კვლევა მიმდინარეობს და ეს დროს მოითხოვს, რათა არ დაირღვეს კლინიკური ტესტირების მთლიანობა“, - განაცხადა AstraZeneca-ას პრეს-სპიკერმა მიშელ მაიქსელმა.

Bloomberg-ის მიხედვით, ფარმაკოლოგი და ანალიტიკოსი სემ ფაზელი აცხადებს, რომ გვერდითი ეფექტი, რომელიც ტესტირებაში მონაწილე პირს გამოუვლინდა, შესაძლებელია საერთოდ არ იყოს დაკავშირებული ვაქცინასთან, მაგრამ ეს გარემოება ამტკიცებს თუ რამდენად მნიშვენლოვანია ვაქცინის საფუძვლიანი შესწავლა მანამ, სანამ ის ფართო მოხმარებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.