მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის შოკოლადის იმპორტი განხორციელდა (გასული წლების ამავე პერიოდებთან შედარებით). ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში წლიდან წლამდე შეძენილი შოკოლადის მოცულობები და ღირებულება ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
საქსტატის მონაცემებით, წელს 14 856 ტონა შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების შესაძენად, ქვეყნიდან 53.8 მლნ დოლარი გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით საქონლის მოცულობა მცირედით 3.6%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც იმპორტირებული საქონლის ღირებულება 36.4%-ით არის გაზრდილი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საერთაშორისო ბაზარზე შოკოლადი გაძვირდა.
სად ვყიდულობთ შოკოლადს და კაკაოს შემცველ პროდუქტებს?
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ შოკოლადის მთავარი საიმპორტო ბაზარი საქართველოსთვის რუსეთია. საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. რუსეთი - 22.6 მლნ დოლარი, 7 238 ტონა;
2. თურქეთი - 11.8 მლნ დოლარი, 2 483 ტონა;
3. უკრაინა - 7.3 მლნ დოლარი, 2 262 ტონა;
4. ბელგია - 2.6 მლნ დოლარი, 696 ტონა;
5. იტალია - 1.9 მლნ დოლარი, 568 ტონა;
6. გერმანია - 1.4 მლნ დოლარი, 431 ტონა;
7. პოლონეთი - 1 მლნ დოლარი, 159 ტონა;
8. სომხეთი - 925 ათასი დოლარი, 174 ტონა;
9. ნიდერლანდები - 740 ათასი დოლარი, 62 ტონა;
10. აზერბაიჯანი - 676 ათასი დოლარი, 248 ტონა;
გარდა ამისა, ამ პერიოდში მცირე რაოდენობით შოკოლადი ბულგარეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, ლიეტუვაში, ბელარუსში, თურქმენეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ლუქსემბურგში, გაერთიანებულ სამეფოში, უზბეკეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, მოლდოვაში, ავსტრიაში ჩრდილოეთ მაკედონიაში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში შევიძინეთ.
რაც შეეხება საქონლის ექსპორტს, 10 თვეში საქართველოდან 2.6 მლნ დოლარის ღირებულების 635 ტონა შოკოლადის რეალიზება მოხდა, რომლის დიდი ნაწილი (1.8 მლნ დოლარი, 366 ტონა) რეექსპორტზე მოდიოდა, დანარჩენი კი (783 ათასი დოლარი, 269 ტონა) ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი იყო. ამგვარად ექსპორტი აზერბაიჯანში, საუდის არაბეთში, ირანში, ერაყში, თურქეთში, სომხეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება