ალბათ აგვისტოს ბოლოს ათენსა და თბილისს შორის ფრენა შესრულდება, - ეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.
როგორც მან თქვა, მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან ახლა გავიდა ბოლოში და ფრენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის საბოლოოდ არის მიღებული. მინისტრმა ფრენის თარიღი ვერ დააკონკრეტა.