26.აგვისტო .2019 21:15

ატენის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

views 193
უკან


ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰა ფართობი მოიცვა.

ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

„ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადარჩენილია წიწვოვანი ტყის უმეტესი ნაწილი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა