26.აგვისტო .2019 18:20

ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია, ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

views 137
უკან

ატენში, რაზმათის ხეობაში ხანძარია, ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, "112"-დან მიიღო ინფორმაცია, შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში არსებული ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.