მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათეულობით შემთხვევის არ გვეშინია, მიმდინარეობს მკურნლობის ახალ მოდელზე გადასვლა-ეზუგბაია

5f5b293c68af6
ინგა მურუსიძე
11.09.20 11:43
820
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას მოსაზრებით, სახელმწიფო, მისი ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო სექტორი არსებულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად მზად არის, თუმცა მთავარი არის საზოგადოება, რომელმაც რეგულაციები უნდა დაიცვას.

ეზუგბაიას მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, გვაქვს თუ არა სახეზე დაავადების გავრცელების მეორე ტალღა, რაზეც ექიმმა თქვა, რომ მისი პირადი მოსაზრებით, მეორე ტალღა გვიან შემოდგომაზე იქნება ანუ მაშინ, როცა კორონავირუსს გრიპის ვირუსები დაემატება.

„პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მეორე ტალღა არ არის, რადგან მეორე ტალღა უკავშირდება სეზონის ცვლილებას და თავად დაავადების ხასიათის ცვლილებას. ამ ეტაპზე არსებული მატება მობილობის გაზრდასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, დაავადების მატების საფუძველი რეგულაციების შესრულების შესუსტების მაჩვენებელი გახდა", - თქვა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება იმას, დაკარგა თუ არა საქართველომ მწვანე ქვეყნის სტატუსი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველო ზღვარს გასცდა, თუმცა მცირედით და ახლა მთავარია, ეს მაჩვენებელი (10,2) შეინარჩუნოს.

გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ირწმუნება, რომ სახელმწიფო, ჯანდაცვა თავისი სამსახურებით და სამედიცინო სექტორი  დაავადების დაწყებას, მკვეთრ მატებას, ლოკალურ ეპიდაფეთქებებს გაუმკლავდა და არსებულ სიტუაციასაც გაუმკლავდება.

„დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით. ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის. საწოლ-ფონდი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, დავამატებთ. სამედიცინო სექტორი მზად არის სამუშაოდ. ახლა მთავარია საზოგადოება, რომელმაც უნდა დაიცვას რეგულაციები. საჭიროების შემთხვევაში, გარე სივრცეებშიც გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია. ათეული შემთხვევები არ გვაშინებს და ასეთ დროს ქვეყანა მზად არის. სახელმწიფომ ეს თქვენ  ყველა ვერტიკალში დაგანახათ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, ახლა მიმდინარეობს მკურნალობის ახალ მოდელზე გადასვლა, რაც მოქალაქეების სსტუმროებში მკურნალობას გულისხმობს.

„მოდელი არის ასეთი: პაციენტები, რომლებიც სტაციონარში მოთავსდებიან, ჩაუტარდებათ კვლევები და თუკი ექიმი იტყვის, რომ მსუბუქი შემთხვევაა, გადაიყვანენ სასტუმროში, სადაც ჩაუტარდება მკურნალობა. ასეთ ადამიანებს კლინიკაში ყოფნის მე-8 დღიდან გადავიყვანთ საკარანტინე სასტუმროებში. ეს იქნება სპეციალური სასტუმრო სივრცეები, რისთვისაც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამი დიდი სასტუმრო ემზადება“, - განაცხადა მარტინა ეზუგბაიამ.