„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახან დაფუძნებული და გაფართოებას გეგმავენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში, კომპანია „ატლანტიკ საქართველო“-ში სტუმრობისას. ნათია თურნავამ საწარმოში მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
„ატლანტიკ საქართველო“, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა. „Groupe Atlantic“ მსოფლიოს 73 ქვეყანაში საქმიანობს, საქართველოში ის მთლიანად საექსპორტო ნაწარმს - წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს. ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს 47,113,020 ლარი, ხოლო 2018-ში - 26,227,437 ლარი შეადგინა. კომპანიას საქართველოში 140-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული, გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
„მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, კომპანია გაფართოებას გეგმავს და თუ დღეს ისინი 140-მდე ადამიანს ასაქმებენ, რამდენიმე თვეში, გაფართოების შემდეგ ჩვენს 200-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებენ - მათ ძალიან კარგი, მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტრო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ვეხმარებით მათ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა და საკითხი, რაც არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს საწარმოს გაფართოება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ატლანტიკ საქართველოს“ საქმიანობა და გაფართოების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ზოგადად საუკეთსო ბიზნესგარემოა შექმნილი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.
კონკრეტულად, კომპანია სამომავლოდ გეგმავს როგორც წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ისე ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და Bosch-თან თანამშრომლობას. აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია დამატებით ინვესტიცრებას განახორციელებს, თანამშრომელთა რიცხვი კი 50 ახალი კადრით გაიზრდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი