მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ატლასგლობალი" თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

5dc42065a25c3
BM.GE
07.11.19 17:44
1054
თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს 9 ნოემბრიდან წყვეტს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს.

რეისების გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს მგზავრებმა, რომლებსაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო აჩერებს.

ამასთან, „ატლასგლობალმა“ საქართველოში ფრენები ადრეც შეწყვიტა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლა.

წყარო: 1tv.ge