მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათონელის რეზიდენცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

5df781974a5bb
ინგა მურუსიძე
16.12.19 17:30
2400
ორბელიანების სასახლე დღეიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებსაც რეაბილიტირებული სასახლის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ.

როგორც bm.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გახსნილი ორბელიანების სასახლის პირველი სტუმრები დღეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები იყვნენ. დღესვე ორბელიანების სასახლეს ესტუმრებიან სტუდენტური პარლამენტისა და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები.

„ორბელიანების სასახლეში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, უცხოეთში საქართველოს ელჩების, წარმატებული ქალების, 2019 წლის მედალოსანი სპორტსმენების, საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების, ქუთაისისა და წყალტუბოს მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისა და პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა“ ბენეფიციარი ახალგაზრდა მუსიკოსების მიღება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.