მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დრაივის“ ბრუნვა 45%-ით, ხოლო „დელივერის“ 85%-ით გაიზარდა - „მაკდონალდს საქართველო“

601e6df441cb0
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 17:00
1230
„დრაივის“ ბრუნვა 45%-ით, ხოლო „დელივერის“ 85%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გადაცემა BMG DRIVE-ში „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის წელს ისევე როგორც ყველა ბიზნესს, „მაკდონალდსაც“ ჰქონდა ზარალი.

„ყველაზე დიდი ზარალი კურსთა შორის სხვაობამ გამოიწვია, ვინაიდან ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ამას ემატება ის, რომ ბრუნვები შემცირდა, მიუხედავად იმისა რომ „დრაივის“ ბრუნვა გაზრდილია 45% და „დელივერი“ სერვისის 85%-ით. თუმცა, საერთო ჯამში ტურიზმის არარსებობას, რესტორნის დაკეტილ სივრცეებს, მომხმარებლების არმოძრაობას, ტრანსპორტის არარსებობას, ეს ვერ აბალანსებს. ამიტომაც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, „მაკდონალდს საქართველომ“ ბიუჯეტში 8 მლნ ლარი შეიტანა.