მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებელია, აცრის შემდეგ ადამიანი 1 ან 2 დღე სახლში დარჩეს, ეს დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ“

60faa10a99782
ინგა მურუსიძე
23.07.21 15:10
2051
"აუცილებელია, აცრის შემდეგ დასაქმებულებს ერთი ან ორი დასვენების დღე მიეცეთ" - აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე bm.ge-ის იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ვაქცინაციის წახალისების მექანიზმების შემოღებას შეეხებოდა. 

ამასთან, ამირან გამყრელიძემ დამსაქმებლებს სთხოვა, თანამშრომლებში ვაქცინაცია მეტად წაახალისონ.

„აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანებს მიეცეთ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ერთი ან ორი დღე დარჩეს სახლში.

NCDC-ში, მაგალითად, აცრილ ადამიანს ორ დღეს ვაძლევთ, რომ სახლში იყოს. დღეს ასევე საუბარი იყო სხვა წამახალისებელ ღონისძიებებზე - სხვადასხვა ლატარია გათამაშდეს... ორჯერადად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს, რომ მათ ადვილად მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.