მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია ენერგეტიკის სფეროში ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა – პარლამენტი

5e22fb780d767
დავით ჯალაღონია
18.01.20 19:30
1056
"აუცილებელია ენერგეტიკის სფეროში ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა", – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნაშია საუბარი, რომელიც ენერგეტიკის დარგიში, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულებას ეხება.

აღნიშნული ანგარიში პარლამენტს გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა გააცნო.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ანგარიშის განხილვისას გამოჩნდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის და ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს.

"მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა დადგენილ ვადაში მისი მიღება ვერ მოხერხდა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

აუცილებელია ენერგეტიკის სფეროში ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა, რათა ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით მოხდეს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

მიზანშეწონილია დროულად დამტკიცდეს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა;

მიზანშეწონილია მოხდეს „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 94/22/EC დირექტივასთან ეროვნული  კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია", – ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში.

ამასთან, კომიტეტი მიესალმება ქვეყნის ენერგო ბაზრის რეფორმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეტაპობრივ დაახლოვებაში.