მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აუცილებელია, მთავრობამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება 100%-ით პრობიზნესური"

5d8624c63be1d
ანუკა ჯოხაძე
22.09.19 11:30
1023
“აუცილებელია, მთავრობამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება 100%-ით პრობიზნესური“, - ამის შესახებ BM.GE-ისთან სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ბიზნესისთვის გარკვეული რეგულაციები ტარდება, აუცილებელია, მთავრობა პარალელურად კონკრეტულ რეფორმებს ატარებდეს, რამაც მცირე ვადებში უნდა გამოიღოს შედეგი.

პერტაიას შეფასებით, ბოლო დროს გატარებული რეგულაციები ბიზნესისთვის ნაადრევი იყო, რამაც მათთვის დამატებითი ხარჯები, გაურკვევლობა და ახალი თანამშრომლების დაქირავების ვალდებულება წარმოქმნა.

“გასაგებია, ვიხდით ფასს იმისას, რომ ღრმა და ყოვლისმომცელი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ; ჩვენც გვინდა რეგულლაციები, მაგრამ ალბათ დღეს - არა, მოგვიანებით; როდესაც ასეთი რეგულაციები შემოდის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მთავრობა ატარებდეს პრობიზნესურ პოლიტიკას, კონკრეტულ რეფორმებს, კონკრეტული შედეგებით, რომელიც იქნება დღეს და არა სამი ან ოთხი წლის მერე, იმიტომ, რომ შემდეგ ამის დაბალანსება რთული იქნება. თვითონ ბიზნესისთვისაც შეგრძნების დონეზე რთულია, როცა რეგულაცია რეგულაციაზე მოდის და ამ დროს, მეორე მხრივ, არაფერი განსაკუთრებული ბიზნესისთვის არ იცვლება“, - ამბობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.