ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ექსპერტები პოლიტიკურ პარტიებს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციები ავრცელებენ.
განცხადებაში წერია, რომ ორივე ორგანიზაციის ექსპერტების გუნდები, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისში იმყოფებიან.
„იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სტატუსის ლეგიტიმურად შენარჩუნება, აუცილებელია, მხარეები ჩაერთონ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ კონსტრუქციულ დიალოგსა და ჯანსაღ კონკურენციაში.
NDI-ის და IRI-ის ექსპერტების გუნდები მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ. გარდა ამისა, ექსპერტები შეხვდებიან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რათა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში მათ როლს ხაზი გაუსვან. შეხვედრები ასევე გაიმართება საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
IRI-ის და NDI-ის ექსპერტთა გუნდები არჩევნებამდე ან მის შემდგომ ოფიციალურ განცხადებებს არ გააკეთებენ“, - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
ექსპერტთა გუნდის წევრები არიან: სკოტ მასტიკი, IRI-ის პროგრამების ვიცე პრეზიდენტი; სტივენ ნიქსი, IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი; ნიკოლ როუზელი, NDI-ის ვიცე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი; ლორენ ვან მეტრი, NDI-ის უფროსი მრჩეველი მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში; პეტ მერლო, NDI-ის საარჩევნო პროგრამის დირექტორი; ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი; ჯონ დიპირო, IRI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი