მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებელია, რომ მოსახლეობამ პროდუქტი სწორად გამოიყენოს“ - ოთარ შარიქაძე ახალ საინვესტიციო პლატფორმაზე

61b5e91ad23e7
თათია კაკიაშვილი
12.12.21 19:30
925
საქართველოში შეიქმნა პირველი ქართულ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ქართულ ენაზე აძლევს საშუალებას, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ივაჭროს. მოქალაქეებს 1 დოლარის ინვესტიციით შეეძლებათ, საკუთარი თანხა წამყვანი კომპანიების აქციებში დააბანდონ.

„ეს აპლიკაცია არის ქართულად. თუ ადამიანი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად ინგლისურ ინტერფეისზე, აპლიკაციაში შეუძლია ჩვეულებრივად შეცვალოს ენა და ყველაფერი ქართულად ექნება, მათ შორის საგანმანათლებლო მასალაც“, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მმართველმა პარტნიორმა ოთარ შარიქაძემ Forbes Talks-ში განაცხადა.

„Galt & Taggart-ი ამ პროდუქტს გაუწევს იმ მხარდაჭერას, რომელიც განათლების ამაღლებას გულისხმობს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთვებით, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ბაზარზე არსებულ მოვლენებზე. გვგონია, რომ აუცილებელია, მომხმარებელმა შეძლოს ინვესტირება, მაგრამ მან გადაწყვეტილება კვალიფიციურად უნდა მიიღოს და ესმოდეს, რა ბენეფიტები შეიძლება მიიღოს. მაგრამ ასევე ესმოდეს, რომ გარკვეული რისკები არსებობს. აუცილებელია, რომ მოსახლეობამ პროდუქტი სწორად გამოიყენოს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, “საქართველოს ბანკმა” პროექტი Galt & Taggart-ისა და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია DriveWealth-ის სისტემის მეშვეობით განახორციელა.