ბოლო წლების განმავლობაში კვლავ აქტუალურ თემად რჩება ავტო-გასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, ბუნებრივია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეკოლოგიური ვითარების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.
მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის სინჯების აღება, რომელთა კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყოველი მე-3 სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან მიმართებაში. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ხარისხობრივ ნორმებს. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, ადგილი ჰქონდა ოქტანური რიცხვის კანონმდებლობით განსაზღვრულზე დაბალ მაჩვენებელს.
აღნიშნული ვითარება შეშფოთების საფუძველს იძლევა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთ წელიწადში იმავე სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა კვლევის შედეგად ყოველი მესამე-მეოთხე სინჯიდან ერთი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტო-გასამართი სადგურების რიგი ოპერატორების მიერ სისტემატურად ადგილი აქვს არაკონდიციური, უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის ფაქტებს. ამასთან, ეს საწვავი შეიძლება იყოს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივად წარმოებული. ყოველივე ეს კი ხდება მიზეზი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და აქედან გამომდინარე ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების.
აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი დაექვემდებაროს მუდმივ კონტროლს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?