მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცრელ თანამშრომლებს და მომხმარებლებს „მორგან სტენლის“ ოფისებში შესვლა ეკრძალებათ

60d310510dc33
თათია კაკიაშვილი
23.06.21 20:55
795

“მორგან სტენლის“ პერსონალს და მომხმარებლებს ბანკის ნიუ-იორკის ოფისებში შესვლა ეკრძალებათ, თუ ისინი COVID-19 ვაქცინის ორჯერადი დოზით, ანუ სრულად არ არიან აცრილები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„12 ივლისიდან ყველა თანამშრომელმა, კლიენტმა და ვიზიტორმა უნდა დაადასტუროს, რომ სრულად აცრილები არიან იმისთვის, რომ „მორგან სტენლის“ ოფისებში (ნიუ-იორკსა და ვესტჩესტერში) მოხვდნენ“ , - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ეს პოლიტიკა მომავალი თვიდან ამოქმედდება. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას იმისთვის, რომ დროულად დასრულდეს პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოიხსნას. რაც შეეხება “მორგან სტენლის“, ბანკის აუცრელი თანამშრომლები საქმიანობას კვლავ დისტანციურად გააგრძელებენ.

ამასთან, გასულ კვირას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საგამომცემლო კომპანია Bloomsbury-შიც განაცხადეს, რომ თანამშრომლების აცრა სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერსონალი დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდება.