მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს - კულუმბეგოვი

60ee7a2173a39
თელარა გელანტია
14.07.21 09:50
20546
„აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს“, - ამ შინაარსის პოსტს ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ში აქვეყნებს.

იმუნოლოგი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა!

ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერტიფიკატი ან PCR ტესტის პასუხი.

ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია.

აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს!

მგონი, დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული“, - წერს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. 13 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი.

გამოვედი ინიციატივით, რომ სემინარებსა და კონფერენციებზე ორჯერადად აცრილები დაუშვან - ამირან გამყრელიძე