მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Audi ჩინურ FAW-სთან ერთად ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

600823a2bab83
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.21 21:20
816
მსოფლიოში ცნობილი გერმანული ავტომობილების მწარმოებელი Audi ჩინურ ავტოკონცერნ FAW-სთან თანამშრომლობით ელექტრომობილების წარმოებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Audi-ის განცხადებით, $4.6 მილიარდის ღირებულების ერთობლივი საწარმო ჩინეთში 2024 წელს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი გერმანული ავტოკონცერნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც კომპანიამ 2020-ში 700 000 ავტომობილი გაყიდა.

„აღნიშნული გარიგება გაამყარებს პარტნიორობას Audi-სა და FAW-ს შორის, რაც ელექტრომობილების წარმოებში ახალი ერის დასაწყის ნიშნავს. დარწმუნებულები ვართ, ეს იქნება ოქროს ხანა Audi-ს არსებობის ისტორიაში“, - აღნიშნულია გერმანული ავტოკონცერნის ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, როგორც BBC-ი წერს, Audi ერთობლივ საწარმოში 60 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდება, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი FAW-ია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს FAW-მა ჯამურად 3 მილიონი ავტომობილი გაყიდა.